პროგრამა

                             დამრიგებლის ფუნქციები

მუხლი 6. დამრიგებელი
1. საჯარო სკოლაში ყველა კლასს უნდა ჰყავდეს დამრიგებელი. დამრიგებელი უნდა ასწავლიდეს თავის სადამრიგებლო კლასს.
2. დამრიგებლის მუშაობის მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში; დამრიგებელი ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უნდა უვითარებდეს მათ დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გააზრებაში.
3. დამრიგებლის მოვალეობებია:

ა) გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში მშობელი) მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);
ბ) რეგულარულად ჩაატაროს სადამრიგებლო საათი (დაწყებით და საბაზო საფეხურზე);
გ) დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;
დ) იყოს შუამავალი მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;
ე) რეგულარულად მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ სხვისი თანდასწრებით საუბარი;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
ზ) გაიგოს მოსწავლის მიერ სკოლის გაცდენის მიზეზი;
თ) გააკეთოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მიღწევის, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი მასწავლებლებისგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და დაწეროს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათება. დახასიათებაში აღწერილი უნდა იყოსმოსწავლის ძლიერი მხარეები, მისი წარმატებები როგორც აკადემიური, ასევე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მოსწავლის მონაწილეობა წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში; მოსწავლის აკადემიური, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა გათვალისწინებაც სასარგებლო იქნებოდა მოსწავლისათვის;
ი) მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, დამრიგებელმა უნდა მოამზადოს ინფორმაცია მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ.
4. დამრიგებლის მუშაობა უნდა ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:

ა) სრულფასოვანი აღზრდა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი განვითარებისაკენ;
ბ) მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა - დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის შინაგანი ძალების ამოქმედება და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა;
გ) მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება -დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალება უნდა მისცეს მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. დამრიგებელმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები;
დ) თანამშრომლობის პრინციპი – დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას.
საჯარო სკოლის დამრიგებელმა მუშაობის პროცესში უნდა გამოიყენოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო), საჯარო სამართლის იურიდიული პირის -ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული და/ან რეკომენდებული მეთოდური სახელმძღვანელოები და გზამკვლევები.


ვამტკიცებ სკოლის დირექტორი:                /ნ. ბაღიშვილი/
სადამრიგებლო პროგრამა დამრიგებლის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია
(საცხოვრებელი ადგილი, ტელეფონი, ელ.ფოსტა)
თამარ გოგიტიძე
ქობულეთი, რუსთაველის #140ე /ხუცუბანი/
579 92 70 70;    574 57 00 97
Gogitidze.tamar@gmail.com
სკოლა (დასახელება, მისამართი,

ქალაქ ქობულეთის 2 საჯარო სკოლა
რუსთაველის №136


დირექტორის სახელი, გვარი
ნარგიზ ბაღიშვილი
კლასი
VIII გ
მოსწავლეთა რაოდენობა
27


განხორციელების ვადა
2014-2015სასწავლო წელი
დამრიგებლობის პროგრამის ძირითადი მიზნები
პროგრამის მიზანია ჯანსაღი ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნების აღზრდა, სასწავლო პროცესის მართვა, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგი, მშობლისათვის მოსწავლეთა შედეგების გაცნობა. პროგრამა ემყარება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და ხელს უწყობს მოსწავლებშიგონებრივი და ფიზიკური უნარების განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უვითარებს მას ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას, ეხმარება მოსწავლეს ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.
დამრიგებლის მიერ პროგრამის ბოლოს მისაღწევი შედეგები
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების იდეალების მიღწევა
სადამრიგებლო პროგრამის სტრუქტურა
სადამრიგებლო პროგამა ძირითადად დაყოფილია სამ ნაწილად:
1. პირველ ნაწილში წარმოდგენილია ზოგადი ინფორმაცია დამრიგებლის, კლასის, სკოლის, დირექტორის, პროგრამისათვის განსაზღვრული ვადების შესახებ;
2. მეორე ნაწილი აღწერს სადამრიგებლო პროგრამის მიზნებს, მიმართულებებს, მისაღწევ შედეგებს, კლასთან მუშაობის ფორმებს, დამრიგებლის მუშაობის ძირითად მიმართლებებს, პრინციპებს;
3. მესამე ნაწილი აღწერს სამოქმედო გეგმას;

სადამრიგებლო  პროგრამა
კლასთან მუშაობის ფორმები

მოსწავლეებთან საუბრები, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიები, ვიქტორინების, ზეიმების, ექსკურსიებისა და ლაშქრობების ორგანიზება, ცნობილ ადამიანებთან და, მოსწავლეთა საჭიროებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სპეციალისტებთან თუ ორგანიზაციის  წარმომადგენლებთან შეხვედრების მოწყობა
სადამრიგებლო საათის  მიმართულებები

1.   პიროვნული და მორალური განვითარება;
2.   გარემოს დაცვითი კულტურის განვითარება;
3.   ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია;
4.   უსაფრთხოება  და ძალადობისგანსკოლის პოპულარიზაცია;
5.   მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლება;
6.      თვალსაწიერის გაფართოება
დამრიგებლის მუშაობის პრინციპები

აღზრდის მთლიანობა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების  ფიზიკური და სულიერი განვითარებისკენ, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი განვითარებისაკენ, სააღმზრდელო მუშაობის მთავარი  ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯნსაღი მოქალაქის აღზრდაა;
შემოქმედი, აქტიური  პიროვნების აღზრდა -ყველა ბავშვი  უნიკალურია, ისინი ერთმანეთისგან ნიჭითა და  შესაძლებლობებით განსხვავდებიან, ამიტომ დამრიგებლის ფუნქციაა მათში ნიჭისა  და ძლიერი  მხარეების აღმოჩენა, მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია, ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის  პირობების შექმნაა;
მოსწავლეთა ჩართულობა -  მოცემული პრინციპი ხელს უწყობს  მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და  ვალდებულების გრძნობის განვითარებას.  დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობა უნდა უზრუნველყოს საკლასო  ცხოვრებაში მნიშვნელოვანი აქტივობების  {ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები) დაგეგმვისა და  წამოჭრილი პრობლემების მოგვარების გზით. მაქსიმალურად უნდა მოხდეს მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინება, ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს დამოუკიდებელ უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს და ხელს შეუწყობს  თავისუფალი პიროვნების  ფორმირებას;
თანამშრომლობის პრინციპი- დამროგებლის  ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობითი ურთიერთობის , ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთნდობის  პრინციპს. დამრიგებლის მუშაობა  მიმართული უნდა იყოს მოსაწვლეთა სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებულ ი მოთხოვნილებებისა და  მათთვის  სათანადო პირობების შექმნისკენ, დამრიგებლის  საუბარი მოსწავლესთან შემდეგი პრინციპით უნდა მიმდინარეობდეს: „შენ გინდა მოიპოვო აღიარება თანატოლებში? მოდი ერთად ვიფიქროთ, როგორ შეიძლება  ამის მიღწევა , ან რა გიშლის ხელს  მიზნისკენ სწარაფვაში?“





სამოქმედო გეგმა
მიმართულება
აქტივობა
დრო
შენიშვნა
1
პიროვნული და მორალური განვითარება
„რას ნიშნავს ჩემთვის ადამიანობა?“ - დიალოგი;

„უნდა ვაპატიოთ თუ არა ერთმანეთს შეცდომები“ - დისკუსია;

„როგორ მესმის სიტყვა თავისუფლება?“ -წერის სახელოსნოში მუშაობა;

ინტერნეტ-ლაბორატორიის დახმარებით სიტყვების : „ტოლერანტობა“’ „დეკლარაცია“, „კონფორმიზმი“ და ა.შ  განმარტება;

„აიმაღლე ინტელექტი“ - ვიქტორინა-კონკურსი  1-ლი ტური;


„აიმაღლე ინტელექტი“ - ვიქტორინა-კონკურსი მე-2 ტური;




„მაწუხებს თუ არა სინდისის ქენჯნა?“ -  დიალოგი;

„ჩემი დამოკიდებულება ლიდერის ინსტიტუტისადმი“ - წერის სახელოსნოში მუშაობა

„როგორ მესმის  მეგობრობა“ - საუბარი;

ქართულ მხატვრულ ფილმ  „კუკარაჩას“ ნახვა და შთაბეჭდილებების გაზიარება

კოლექტიური სვლა თეატრში

ექსკურსია მუზეუმში




2
გარემოს დაცვითი კულტურის  განვითარება
 „იცით, თუ არა რომ...“ -  გავიღრმავოთ ცოდნა ოზონის შრესთან დააკავშირებით;

„ჩვენ ბუნებაში ვართ, იგი - ჩვენშია...“ - წერის სახელოსნოში მუშაობა;

სკოლის ეზოსა და საკლასო ოთახში შაბათობის მოწყობა;




3
ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია
სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება;

„ჩვენი სპორტსმენებით ვამაყობთ“ - თანაკლასელ სპორტსმენებთან გასაუბრება;

„სპორტი - აზარტული თამაში თუ ცხოვრების ჯანსაღი წესი? - დისკუსია

„როგორ ავიცილოთ თავიდან გადამდები დაავადებები?“ - საუბარი;

„რატომ არის შიდსი, ნარკომანია, თამბაქოს მოწევა საუკუნის ტკივილი?“ - ინტერვიუს მომზადება ;




4
უსაფრთხოება და ძალადობისგან თავისუფალი სკოლის  პოპულარიზაცია
„მობრძანდითო, ღია არის სკოლის კარი!? - ახალ სასწავლო წელთან შეხვედრა

„ტრადიცია -მისაღები თუ მიუღებელი“ - წერის სახელოსნოში მუშაობა;

„რას ნიშნავს ტერმინი უსაფრთხოება“  - გასაუბრება მანდატურებთან;

„სკოლა ჩემი მეორე სახლია“ - დიალოგი;

„არა ძალადობას“ - საუბარი

სხვადასხვა წესებისა და კანონების  გაცნობა;

ფილმ  „ნატვრის ხის“ ნახვა და მარიტას დასჯის ეპიზოდის განხილავა;


5
მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლება
„რა ვიცით მშობლიური ქალაქის შესახებ?“ - ინფორმაციის მოძიება;

„ჩემი სამშობლო ჩემი ხალხია“ -წერის სახელოსნოში მუშაობა;

„ხმათა ხავერდების ენას დიდება“ - კედლის გაზეთის მომზადება;

„ფეხზე დაგიდგები, ჩემო საქართველო!“ - ეროვნულ კვირეულში მონაწილეობის მიღება;

 „ვირტუალური მოგზაურობა“- ინტერნეტ-ლაბორატორიის საშუალებით საზღვარგარეთ გაბნეული ქართული სიძველეების დათვალიერება:

ექსკურსია დიდ აჭარაში;



6
თვალასაწიერის გაფართოება
„გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება“  -  სხვადასხვა პიროვნების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება;


„ჩემი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი“ - საუბარი;

„იყო მკითხველი ეს თავისთავად სასწაულია“  -  კონკურსი ვინ მეტი წიგნი წაიკითხა


„ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ“  - ღონისძიება და ხელნაწერი ჟურნალის მომზადება პოეტის საიუბილეოდ


„ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო“ - ანუ რატომ ვსწავლობთ? -წერის სახელოსნოში მუშაობა

საუბარი საინტერესო პროფესიების შესახებ;

„მარად ცოცხალი ხელოვნება“ შეხვედრა ქართველ  ფერმწერებთან


მ. ჯავახიშვილის „ჩვენი დროის ათი მცნება“  გაცნობა-გაანალიზება;

„აიმაღლე ინტელექტი“ - ვიქტორინა-კონკურსი მე-3 ტური


„აიმაღლე ინტელექტი“ - ვიქტორინა-კონკურსი - ფინალი





Комментариев нет:

Отправить комментарий